ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, რონალდო, მიიჩნევს, რომ ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, „ლივერპულისა“ და ჰოლანდიის ნაკრების მცველს, ვირჯილ ვან დეიკს უნდა მიეღო.
„ვინ დაიმსახურა პრიზი? ალბათ, ვან დეიკმა. ვირჯილი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. მან შესანიშნავად ჩაატარა გასული სეზონი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ საუკეთესო მოთამაშის პრიზი მისთვის უნდა მიეცათ და არა მესისთვის.“ - ციტირებს რონალდოს სიტყვებს Metro.
ვან დეიკი ინგლისში 2015 წელს გადაბარგდა და „საუთჰემპტონის“ მოთამაშე გახდა. 2018 წლის იანვარში ის „ლივერპულმა“ მაშინ სარეკორდო თანხად, 84,5 მილიონ ევროდ შიძინა.
ახლახან, ის უეფამ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. გასულ სეზონში ვირჯილმა „ლივერპულთან“ ერთად, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.