„ცინიკოსი და თავხედი“

„ცინიკოსი და თავხედი“

(იბეჭდება შემოკლებით)

ოთხიოდე წლის წინათ ბასილ მკალავიშვილმა გიგა ბოკერიას თავში იმდენი ურტყა, კაცი პარლამენტარი გახდა.

სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, მკალავიშვილის გარეშე ბოკერია პოლიტიკოსად იქცეოდა თუ არა, ეგ არავინ იცის. ასეა, ზოგს სახრე უხდება, ზოგს, კიდევ, მოფერება. მოკლედ, ხალხი მართლაც ბრძენია. ქართულ ინტერნეტ - ფორუმებს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ზოგადი წარმოდგენით: გიგა ბოკერია ვიტალი ხაზარაძის ახალგაზრდული ვერსიაა.

- ცინიკოსი და თავხედი... აი, ბოკერიას ზუსტი დახასიათება.

- ნეოკომკავშირელი, ხაზარაძის ახალგაზრდული ვერსია.

- ამ ადამიანმა ინგა გრიგოლია გააჩუმა ყვირილისას. ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ კარგად ჩამოყალიბებული დემაგოგია.

- არა მარტო ბოკერია, საერთოდ, ჩემთვის მიუღებელია ადამიანი, რომელიც „ბეზაპელაციონნა“, აქსიომად გტენის თავის აზრს და სულ ფინთხზე ჰკიდია შენი აზრი. დემაგოგია დახვეწილი აქვს უმაღლეს დონეზე.

- მაგას რომ ვუყურებ, მგონია, „კაიფშია“ ჩარჩენილი, ისეთი სახე აქვს.

- არანაირი განსხვავება არ არის მასსა და ვიტალი ხაზარაძეს შორის. ნებისმიერ სიბინძურეზე წავა, რომ სკამი და ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუნდაც ქვეყანა ინგრეოდეს.

- რა ემართება ამ ხალხს საქართველოში. მოხვდებიან თუ არა ხელისუფლებაში, ეგრევე გარყვნილები და სიბინძურეზე წამსვლელები ხდებიან.

- ღმერთმა დაიფაროს, რომ ეგეთი კიდევ ბევრი იყოს საქართველოში, თორემ მერე კი ნაღდად დაერხევა ამ ქვეყანას და აღარაფერი ეშველება.

- სამწუხარო ის არის, რომ თავის დროზე, საკმარისად ვერ უბაგუნეს, რომ ცოტა აზრზე მოსულიყო.

- ბოკერია მახსოვს, „მეორე არხზე“ რომ გაიჩითა პირველად, რაღაც გადაცემა მიჰყავდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ავადმყოფებზე იყო გადაცემა. მართლა და მართლა, ვინ გვიკითხავს ლექციებს მორალზე და ზნეობაზე, ხალხო?!

- ეგ არსება თოკზე დაამთავრებს თავის ერთუჯრედოვან არსებობას... აგერ მე და აგერ, ალანუშკა!

- მაგას დილა - საღამო უნდა ულაწუნო ლაზათიანი ალიყურები და იმედია, მოეგება გონს.

- ამიხსენით, რატომ არის ასეთი მოუშორებელი ჭირი ეს ტიპი?

- იეღოველი! მთელმა ერმა, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს ეს!

- გველი გაუზრდია დედამისს ჭადრაკის დაფის ქვეშ, გველი!

- რატომ არ ქრება ტელეეთერიდან, იმიტომ, რომ ნერვებზე მოთხაროს ისედაც გაღიზიანებული ხალხი?

- მაგრა გაქაჩა ბოკერიამ!

- ბაბუამისი - კარგი მათემატიკოსი, დედამისი - კარგი მოჭადრაკე, თვითონ კარგი ძაღლი, პატრონის დამცველი.

- ისე, მაგრამ მწყდება გული, რომ საზოგადოება ასე საშინლად განაწყო.

- ბოკერიამ თავისი თავი დაასამარა.

თოკზე სიცოცხლის დამთავრებას არავის ვუსურვებ, მათ შორის, გიგა ბოკერიასაც, მაგრამ თუ ჩვენი ქვეყნის მთავარ იდეოლოგობას, მავთულზე უჯოხოდ სიარულსა და მამა - მარჩენლის კბილებით დაცვას არ შეეშვება, იკლიკანტურ დასასრულს ნამდვილად ვუწინასწარმეტყველებ.

ერთი წერს: გიგას დილა - საღამო ლაზათიანი ალიყურები უნდა ულაწუნოო. არავითარ შემთხვევაში, მაგას ცემა - ტყეპა ისე კარგად აქვს დაცდილი, შეიძლება პრეზიდენტად იქცეს... აგერ მე და აგერ, ალანუშკა გაგლოევა.