„სააკაშვილი ოქრუაშვილს მემკვიდრედ ამზადებს“

„სააკაშვილი ოქრუაშვილს მემკვიდრედ ამზადებს“

(იბეჭდება შემოკლებით)

ნუგზარ მოლოდინაშვილი, პოლიტოლოგი:

„სააკაშვილს ლეიბორისტული ოპოზიცია არ აწყობს, იმიტომ, რომ ნათელაშვილს ვერ მართავენ, ოქრუაშვილი კი პირდაპირ ჯიბეში უზით.

ყველაფერს აკეთებენ, რომ პოპულარული იყოს, რისთვისაც ეფექტურ ხერხებსაც მიმართავენ.

ჩვენი ბრიყვი საზოგადოებისთვის გარეგნულ ფორმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვითომ ოქრუაშვილი რეპრესირებულია და ა. შ.

უკვე ორი დღეა იმაზე მიდის ლაპარაკი, რომ ოქრუაშვილი პარტიას ქმნის, მაგრამ, რატომღაც, ეს პროცესი გაუგრძელდა.

ამ სიძნელეებსაც გაუადვილებენ, რათა დევნილის მანტია მოიხსნას.

სააკაშვილს ოქრუაშვილის სახით იმის გარანტია ექნება, რომ პრეზიდენტობის შემდეგ ისე არ გაუსწორდებიან, როგორც ეგ გაუსწორდა სხვებს“.