უსაქმურ დავით ბაქრაძეს ცარიელ ქვაბებს მიუტანენ

უსაქმურ დავით ბაქრაძეს ცარიელ ქვაბებს მიუტანენ

დღეს პარლამენტის წინ ცარიელი ქვაბების აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობოები არიან.


აქციაში აქტიურად მონაწილეობს ყოფილი დეპუტატი ალეკო შალამბერიძე. ქვაბების იდეაც სავარაუდოდ მას ეკუთვნის.


- მე სახაშლამე ქვაბების აქცია მინდოდა მომეწყო. მაგრამ არ დათანხმდნენ: სადა აქვს ხალხს ხაშლამის გასაკეთებელი ფული. ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვეულებრივი, მაგრამ ცარიელი ქვაბების აქცია მოგვეწყო. ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ ყველას ოჯახში იყოს ხინკალი და ხაშლამა, - განაცხადა ალეკო შალამბერიძემ.


საინტერესოა, რას ერჩის ექს-დეპუტატი ვეგეტარიანელებს. თავის მიზანს თუ მიაღწია, ხომ დარჩა ეს ხალხი მშიერი.


ბაქრაძე ხინკლის და ხაშლამის მოყვარული დიდად არ სჩანს, მაგრამ მაინც მას მიუტანენ ქვაბებს. როგორც შალამბერიძე ამბობს, ეს იმიტომ, რომ ბაქრაძე უსაქმურია და არაფერს აკეთებს მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად.