მას შემდეგ, რაც კაილი ჯენერმა სოციალურ ქსელებში უახლესი ფოტო გამოაქვეყნა, საზოგადოებას ეჭვი შეეპარა, რომ მისსა და ტრევის სკოტს შორის პრობლემებია. 22 წლის ბიზნესმენმა ფოტოს წარწერა - "ain’t a game, boy" დაურთო.
სწორედ ამიტომ, სატელევიზიო შოუს ვარსკვლავმა ეჭვების გაქარწყლება რეპერთან და შვილთან - სტორმისთან ერთად გადაღებული ფოტოთი გადაწყვიტა, რაც მის პირველ კომენტარად შეფასდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილის ურთიერთობა 2017 წლიდან იწყება, როცა ისინი Coachella-ს ფესტივალზე გამოჩნდნენ ერთად, წყვილი უკვე ერთი წელია სტორმის მშობლის ამპლუასაც ირგებს, თუმცა დაქორწინებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.