ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) სექტემბრის ბაშოს მე-14 დღეს მიოგირიუს შეხვდა. ამ ბრძოლაში წაგება ლევანისთვის ოძეკობის დაკარგვას ნიშნავდა. ორივე მოწინააღმდეგე ენერგიულად ეკვეთა ერთურთს, ქართველი კიდესთან კი კი მივიდა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდა. მსაჯმა სუმოისტები დოჰიოს შუაში შეაჩერა და ხელი მიოგირიუსკენ გაიშვირა...
ეს იმას ნიშნავდა, რომ ტოჩინოშინის მეტოქემ გაიმარჯვა.
სექტემბრის ბაშოს ბოლოსწინა დღს ჯურიოს დივიზიონში გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) მეტოქე კოტოტებაკარი გახლდათ. ქართველმა ბაშოზე თვისი მე-6 გამარჯვება მოიპოვა, დასახული მიზანი შეასრულა და შეიძლება ითქვას შინარჩუნა ადგილი ჯურიოს დივიზიონში.