ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტრავმის გამო საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალური მატჩის დასრულება ვერ შეძლო.
ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 61-ე ჩოგანი, ფრანგი ჯო-უილფრიდ ცონგა იყო. პირველი სეტი ბასილაშვილმა 7:5 მოიგო, მეორეში კი 3:6 დამარცხდა.
მესამე სეტის მიმდინარეობისას, როდესაც ანგარიში ცონგას სასარგებლოდ 4:1 იყო, ნიკამ სამედიცინო ტაიმაუტი აიღო, ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ კი შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.