ათონელზე ზის

ათონელზე ზის "მაიმუნი გახსნილი ლიმონკით“ - პრეზიდენტი სასახლიდან გამოსაძევებელია

სალომე ზურაბიშვილი სასახლიდან გამოსაძევებელია... ათონელზე ზის "მაიმუნი გახსნილი ლიმონკით," - ასე ეხმაურება“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრეზიდენტის გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას,რომელმაც შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალება "მისი სუბიექტური" გადაწყვეტილებაა. ალბათ უნდოდა ეთქვა, რომ პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციაა. ამასთანავე, თქვა, რომ უუნაროა და შემიზღუდეთ ეს აბსოლუტური უფლებაო. პირიქითაა, შეწყალება უნდა იყოს აბსოლუტური დისკრეცია, უბრალოდ ეს დღეს აბსოლუტური იდიოტის ხელშია. კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი. შეუძლებელია! ათონელზე ზის "მაიმუნი გახსნილი ლიმონკით,"- წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში და სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მოითხოვს.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორმიუმი გამოაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რომ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მომავალი კვირიდან შეწყალების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შეწყალების ახალ წესებს დაადგენს.

თამაზი შე დოყლაპია, შენ სხვაზე ხმა მოგეღება?
4 წლის უკან