სარა თომასი პირველი ქალია ვინც ლა-მანშის სრუტე შეუსვენებლად ოთხჯერ გადაცურა

სარა თომასი პირველი ქალია ვინც ლა-მანშის სრუტე შეუსვენებლად ოთხჯერ გადაცურა

37 წლის სარა თომასი, რომელმაც კიბო დაამარცხა, პირველი ქალია, ვინც ლა-მანშის სრუტე ზედიზედ ოთხჯერ გადაცურა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სარა თომასმა სრუტის გადაცურვა კვირას დილით ადრე დაიწყო და 54 საათში დაასრულა. მცურავმა მკერდის კიბო ერთი წლის წინ დაამარცხა და ეს გამოწვევა "ყველა გადარჩენილს" მიუძღვნა.

სარა თომასი აშშ-დან, კოლორადოდან არის. ღია წყალში ცურვის გამოცდილმა სპორტსმენმა პირველი წარმატება 2007 წელს მოიპოვა, შემდეგ 2012 წელს, განმეორებით კი 2016 წელს გადაცურა. 2017 წელს მას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. თომასმა მკურნალობა 2018 წლის აგვისტოში დაასრულა და გადაწყვიტა ლა-მანშის სრუტე გადაეცურა და ეს გამარჯვება მიეძღვნა ყველასთვის, ვინც მკერდის კიბო დაამარცხა.