სალომე სამადაშვილი ფსევდოპატრიოტია

სალომე სამადაშვილი ფსევდოპატრიოტია

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სალომე სამადაშვილს ფსევდოპატრიოტს უწოდებს. კერძოდ, ზაზა გაბუნია სალომე სამადაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან ტელეკომპანია „იმედი“ რუსულ პროპაგანდაში დაადანაშაულა.

ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ მოქმედი ხელისუფლება რუსული ოკუპაციის წინაამდეგ შეურიგებელია.

„არ შემიძლია ამ იაფფასიან და ფსევდოპატრიოტულ განცხადებას არ გამოვეხმაურო. მინდა, დაბეჯითებით ვთქვა, რომ საქართველო ხელისუფლება, “ქართული ოცნება“ და ჩვენი საზოგადოება, იქნება შეუვალი და შეურიგებელი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ოკუპანტს გენერლებს მძღოლებად დაუდგნენ და კაციშვილმა არ იცის, კიდევ რითი ასიამოვნებდნენ მათ. ამ ადამიანებისგან ჩვენი სახელმწიფოს შესახებ რჩევებს არ მივიღებთ, რადგან მათ წარმოდგენა არ აქვთ სახელმწიფო ინტერესებზე“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.