ევროკავშირის რვა ქვეყანა რუსულ გაზს კვლავ მოიხმარს. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესმდივანმა, ანა-კაისა იტკონენმა განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა, რუსულ გაზს ბელგია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ნიდერლანდები და პორტუგალია მოიხმარენ.
თუმცა, პრესმდივანს არ დაუზუსტებია ამ რვა ქვეყნიდან თითოეულის მიერ იმპორტირებული რუსული გაზის მოცულობა.