კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთმა მოიგო

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთმა მოიგო

ჩინეთში გამართული მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა. ესპანელებმა ფინალში არგენტინის ნაკრები ანგარიშით 95-75 დაამარცხეს.

ესპანეთის ნაკრებს არგენტინისთვის მსოფლიო პირველობაზე 2006 წლის შემდეგ არ მოუგია.

მანამდე მეოთხედფინალურ სტადიაზე ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატის და სამი ოლიმპიადის ტრიუმფატორი აშშ-ის ნაკრები.