„ბარსელონას“ 16 წლის ფეხბურთელი ანსუ ფატი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში საკუთარ აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
„ვალენსიასთან“ მატჩში გვინეა-ბისაუელმა შემტევმა ანგარიში უკვე მე-2 წუთზე გახსნა, კიდევ ხუთ წუთში კი მისი პასით „ვალენსია“ ფრენკი დე იონგმა დაამწუხრა.
ამჟამად ფატის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატში სამ ჩატარებულ შეხვედრაში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. „ბარსელონას“ პირველ გუნდში მისი დებიუტი 25 აგვისტოს შედგა.
ანსუ ფატი „ბარსელონაში“ 2013 წლიდან ასპარეზობს. ის კლუბის აკადემიის აღზრდილია.