წელს თხილი აზიურ ფაროსანას გადაურჩა

წელს თხილი აზიურ ფაროსანას გადაურჩა

თხილის მოსავალი თითქმის დაბინავებლუია. შეიძლება ითქვას, რომ წელს აზიური ფაროსანას განეტრალება მოხერხდა. შარშანდელთან შედარებით ხარისხი 3-4-ჯერ გაუმჯობესებულია, ხოლო ფასი უკვე გაორმაგებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ დონორებისა და მეთხილე ფერმერების დახმარებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში გარდატეხის შეტანა შეძლო. ასეთ სწრაფ შედეგს თავად სამინისტროშიც არ ელოდნენ.

„სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული იყო, რომ პროგრამა წარმატებული იქნებოდა, თუ ზარალი არ გადააჭარბებდა 15%-ს, რომელიც მონიჭებული იქნება აზიური ფაროსანასგან. ზარალი ფაროსანასაგან 2-3%-ის ფარგლებში შეიძლება გვქონდეს, მეტი არ არის.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ჩვენ შევძელთ და ის ღონისძიებები, რაც აზიური ფაროსანას ფარგლებში იყო, გარდავსახეთ მოსავლის მიღების ღონისძიებებში. ანუ ერთის მხრივ, გავანეიტრალეთ აზიური ფაროსანას ზემოქმედება, მეორეს მხრივ კი თხილის სექტორში წარმოება 45 ათას ტონიან ნიშნულს მივუახლოვეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპორტმა, რაც გასულ წელს განხორციელდა, დაახლოებით 25-30 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წელს ალბათ 100-110 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება, ანუ თითქმის გაოთხმაგდება“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით თხილის ფასი და მოსავალი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. ასეთი მონაცემები ასოციაციამ თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განახორციელა. ამ ასოციაციაში 15 ათასი ფერმერია გაწევრიანებული, რომლებიც საერთო ჯამში, 17 ათას ჰექტარ ფართობს ფარავენ.

„როგორც გაირკვა, ყველაზე რთული ფერმერის ბაღის შეწამლასა და მოვლაზე დათანხმება აღმოჩნდა. ბოლო დროს გავრცელებულმა დაავადებებმა და აზიურმა ფაროსანამ ათასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვა და უიმედო სიტუაციაში ჩააგდო, თუმცა ქმედითმა და თანმიმდევრულმა ღონისძიებებმა, კონსულტაციებმა და ასოციაციის თანამშრომლების მუდმივმა მონიტორინგმა ფერმერებს თხილზე ზრუნვა დააწყებინა.

მართალია, გეგმა 10 000 ფერმერის გაერთიანება იყო და პროგრამაში სულ 15000-მდე ფერმერი ჩაერთო, მაგრამ საქართველოში სულ რეგისტრირებული მეთხილეების რიცხვი 65000-ს აჭარბებს. შესაბამისად, ასოციაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მომავალი წლის მიზნად - ინდუსტრიის სრულად დაფარვას ისახავს.

სამომავლო გეგმებში თხილის ჯამური შემოსავლის ერთ მილიარდ ლარამდე გაზრდა და საშუალოდ 100 ათასი ტონა მაღალი ხარისხის თხილის მიღებაა“, - განმარტავენ ასოციაციაში.

წელს საქართველოში 45 ათას ტონამდე მოსავლის მიღებას ელოდებიან. ფასი შარშანდელთან შედარებით გაორმაგებულია, თუმცა ფერმერები ზამთრის მოახლოებასთან ერთად, თხილის კიდევ უფრო გაძვირებას ვარაუდობენ. ამჟამად 1 კგ თხილი ხარისხის შესაბამისად 5-6 ლარად იყიდება.

ფირცხალა მარტივი მაგალითი: მამაჩემს საშუალოდ 1 ტ თხილის მოსავალი აქვს. შარშან იმდენად ცუდი მდგომარეობა იყო, რომ თხილიდან მიღებული შემოსავალი იყო მაქსიმუმ 250-300 ლარი.
წელს სახელმწიფო შეწამვლვების კვალდაკვალ, რომელიც სრულყოფილად არ ტარდებოდა !!!!! თურქეთიდან ჩამოტანილი წამლითაც შეწამლა. ის, რომ სახელმწიფო მობილური მანქანა მოდიოდა და დაგეგმილი 6 შეწამლიდან 3-4- შეფქვევას აკეთებდა - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ! ხშირად, უკან გაბრუნების მიზეზი იყო ქარიანი ან/და წვიმიანი ამინდი, რომლის ვიდეოზე დაფიქსირების შემდეგ ბრუნდებოდნენ უკან და ის შეწამლა უკვე აღარ კეთდებოდა !
ხოდა, ჩემო პატივცემულებო, ამ არასრულყოფილი შეწამლის პირობებში გურიაში თხილის მოსავალი იყო საშუალოდ, 10 მარცვალიდან 4-5 კარგი მარცვალი !!!
რაც შარშანდელთან შედარებით კარგზე მეტია, მაგრამ ფასი საშუალოდ 2,50 თეთრი გამოუვიდა გლეხს !
ეს გატელევიზორება, რომ წელს თხილი გადარჩა - სუფთა პიარია !!!! ხალხს დააჯერონ, რომ ყველაფერი კარგადაა....
ჩემი თვალით, რომ არ მქონდეს ნანახი, შეიძლება ამდენი ,,დადებითი'' ინფორმაცია მეც დამეჯერებინა.
იმ 10 მარცვალი თხილიდან 5 კარგი იყო, ან 4, 1-2 დამპალიც გხვდებოდა და ყველაზე მთავარი - 4-5 მარცვალი ყოველთვის იყო, რომელზეც ნაკბენი ქონდა ფაროსანას და იმას უკვე არ იბარებდა მიმღები პუნქტი, არადა ვიზუალურად თხილის გულს მხოლოდ ერთი შავი წერტილი ეტყობოდა წვერზე!

დასკვნები თვენთვის მომინდია..
წელს მოლოდინის ნახევარი გამართლდა გურიაში, ან უფრო ნაკლები :(
4 წლის უკან
petrekupry ვისაც არ შემოუტანია თურქეთიდან წამალი და იმანაც მიიღო მოსავალი, მაქ როგორა ხარ? ლამისაა ყოველ კვირა იწამლებოდა, რა სრულყოფილად არ ტარდებოდა? აბა რა მოსავალი იქნებოდა? ფასიც 2,5 ₾ კი არა, 3,8 ₾ იყო სწორედ ოზურგეთში, აგვისტოს ბოლოს. ზუგდიდში კიდევ უფრო მაღალი იყო. დამპალი თხილი რომ გხვდებოდა, ამას მინისტრო რომ დაუდგეს დარაჯად ის ვერ უშველის, დროულად უნდა აღება მოსავალს, სანამ ნესტი შევა შიგ. ძალიან არასამართლიანი ხარ!
4 წლის უკან
ფირცხალა petrekupry - რატომ ვარ არასამართლიანი? 3 კვირა ვიყავი გურიაში და ღემს თვალწინ ხდებოდა ის, რაც დავწერე. შეწამლვაზე კიდე მომიყვანე ვინც გინდა და მამაჩემს უთხრას, რომ ყველა შეწამლა ჩატარდაო ! სოფელში, ჩვენს უბანში მამაჩემი დაყვებოდა მანქანას.
ჩემს პოსტში დამპალ თხილზე მეტად სხვა რამ იკითხება.
ადრე, როცა 6 და მეტი ლარი, როცა ღირდა თხილი, 10-დან 10 გული არასდროს ამოვიდოდა !
დამპალიც გვხვდებოდა არცთუიშვიათად.
ეხლა, ერთი კარგი თხილის გული 40,45 ან 50 თეთრი ღირდა. ანუ 10-დან 5 თუ კარგი იქნებოდა, მიმღები შესაბამისად ანგარიშობდა - მაქსიმუმ 2,50 მოეცა. სოფლებში, უმეტესად 40 თეთრი ღირდა. ანუ რა გამოდის მაქსიმუმ 5 ლარი იყო ფასი და თითქმის აბსოლიტურ შემთხვევაში, არავის არ ამოვიდოდა 10-დან 10.
რაც შეეხება სიდამპლეს, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს წვიმების განსაკუთრებულად მომაწტებული პერიოდი ანუ თითქმის ყველა დღე წვიმდა. მეორეც, ფაროსანას წამალმა რო მოუმატა სიდამპლის შემთხვევებს - ამას ყველა დაგიდასტურებს ვისაც თხილი აქვს.
ჩემი ძირითადი პოსტები ლანჩხუთის რაიონზე იყო და რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც ვგებულობდი ამბებს. ნამდვილად არ იყოს ისეთივე სიტუაცია, რასაც თქვენ აღწერდით. ჩემი აზრით ერთეული შემთხვევები იყო და ეგ შარშანაც და ზოგადად ფაროსანას პერიოდში ყოველთვის იყო.

ეგრე, ერთი ჩაბარება, 23 კგ 3,8-ში მეც ჩავაბარე, მაგრამ სხვა2.5-ს არ გაცილებია !

კარგი გამოთქმაა - მხართეძოზე წამოწოლილი, ხოდა პატივცემულო, სანამ მხართეძოზე წამოწოლილი გაგონილ ამბების დამოწმებით ,,ძალიან არასამართლიანობას'' დამწამებთ, ცოტა მეტი დეტალურობა ,,დაიმოწმეთ"

დიდი მადლობა, მოსავლის დროული აღების რჩევისთვის (სხვა რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ღირს თქვენთან ამ თემაზე საუბარი).
4 წლის უკან