„ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი მისი სახლია და არსად უნდა წასვლა“ - წერს ესპანური Marca. მესის „ბარსასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
„ბარსელონა ჩემი სახლია. არსად მინდა წასვლა, თუმცა გამარჯვებები ისევ მწყურია.“ - დასძინა გენიალურმა არგენტინელმა.
საქმე ის არის, რომ წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლეო ჩრდილოამერიკულ MLშ-ში, კერძოდ „ინტერ მაიამიში“ აპირებს გადასვლას, რომლის თანამფლობელი დევიდ ბექემია.