სპორტულმა გამოცემამ Gazzette dello Sport-ი „სერია A“-ს მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები გამოავლინა.
მილანის „ინტერის“ მწვრთნელი ანტონიო კონტე სიის სათავეშია. მისი ანაზღაურება წელიწადში 11 მილიონ ევროს შეადგენს.
მეორე ადგილზე „იუვენტუსის“ მწვრთნელი მაურიციო სარი 5.5 მილიონით. „ნაპოლის“ მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ანაზღაურება კი 5 მილიონია.