მონაკოში ტიბო კურტუას აგენტი დააკავეს

მონაკოში ტიბო კურტუას აგენტი დააკავეს

ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მეკარის, ტიბო კურტუას აგენტი კრისტოფ ჰენტორაი მონაკოში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

მისი დაკავება სავარაუდოდ კორუფციასა და ფულის გათეთრებას უკავშირდება. ის ერთ-ერთია ფეხბურთთან დაკავშირებულ იმ 7 ადამიანს შორის, რომელიც ოთხშაბათს საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

კრისტოფ ჰეტორაი ასევე დაკავშირებულია „დალიან იფანის“ ნახევარმცველთან და ბელგიის ნაკრების ფეხბურთელ იანიკ ფერეირა კარასკოსთან, რომელიც ამ ზაფხულს ჩინური კლუბის დატოვებას აპირებდა, თუმცა მკვეთრი ნაბიჯისგან როგორც ჩანს თავი შეიკავა.