ტოჩინოშინმა აკი ბაშოს ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

ლევან გორგოძემ, იგივე ტოჩინოშინმა მიმდინარე აკი ბაშოს ტურნირის მე-5 დღეს მეორე გამარჯვება მოიპოვა. მისი მეტოქე მაეგაშირა ტომოკაძე იყო.

მიმდინარე ბაშოზე ლევანის ბალანსი 2/3-ზეა, (2 მოგება, 3 წაგება) და სუმოისტი კადობანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დაფიქსირება სჭირდება. ამგვარად ტოჩინოშინს ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად დარჩენილი 10 ორთაბრძოლიდან სულ ცოტა ექვსის მოგება სჭირდება.

გაგამარუმ კი ტურნირის მე-5 დღეს უკვე მოიპოვა გამარჯვება ჩიონოუმის წინააღმდეგ და მისი ბალანსი 3/2-ზეა.