სემეკის თავმჯდომარის პოსტი რამდენიმე დღეში გათავისუფლდება და მას ნარმანია დაიკავებს

სემეკის თავმჯდომარის პოსტი რამდენიმე დღეში გათავისუფლდება და მას ნარმანია დაიკავებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისსი თავმჯდომარის პოსტი ერთ კვირაში გათავისუფლდება. ირინა მილორავა სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობას 16 სექტემბერს დაასრულებს. მის სავარაუდო შემცვლელად კი დედაქალაქის ყოფილი მერი დავი ნარმანია განიხილება, რომელიც ამჟამად სემეკის ერთ-ერთი წევრია. ამ ინფორმაციას გარკვეულწილად თავად ნარმანიაც ადასტურებს.

ირინა მილორავამ კი მისი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა და პირდაპირ აღნიშნა, რომ სემეკ-ში მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებს.

„ჩემს გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ კომისიაში საქმიანობის გაგრძელებას არ ვაპირებ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მედიის მონაწილეობა და მინდა, მედიის ყველა წარმომადგენელს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ ძალიან იბიექტური და საინტერესო თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ 6 წლის განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა და ეს ურთიერთობა გაგრძელდება მომავალშიც. ჩემი უფლებამოსილების ვადა იწურება 16 სექტემბერს“, - განაცხადა ირინა მილორავამ.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის ვინ დაიკავებს მის ადგილს, თუმცა ყველაზე რეალური კანდიდატურა თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანიაა, რომელიც ამჟამად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრია. ეს პოსტი ნარმანიამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიკავა. მისი კანდიდატურის შესახებ მილორავას ინფორმაცია არ აქვს.

„არ ვიცი, ნამდვილად, ვის წარადგენს კანდიდატურად საქართველოს მთავრობა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მინდა წარმატებები ვუსურვო. მას უწევს არაჩვეულებრივ გუნდთან მუშაობა და ძალიან საინტერესო პერიოდში მოუწევს მუშაობა, იმიტომ რომ რეფორმების თვალსაზრისით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი ენერგეტიკაში და კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებებს“, - აღნიშნა მან.

თავად დავით ნარმანია კი კომისიის თავმჯდომარის პოსტზე შემოთავაზებას ელოდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებსაც განუცხადა.

„ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ და არც უარვყოფ. იცით, რომ ამ ყველაფერს აქვს თავისი პროცედურები, არცთუ ისე მარტივი, ამას სჭირდება მთავრობის წარდგინება, პრეზიდენტის თანხმობა, პარლამენტის გადაწყვეტილება. ასე რომ, ვნახოთ“, - განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, იყო თუ არა შემოთავაზება მთავრობის მხრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენასთან დაკავშირებით, ნარმანია ამბობს, რომ „ალბათ, იქნება“.

„იქნება ალბათ კონსულტაციები. ველოდები, რომ შედგება ამ საკითხზე საუბარი“, - აღნიშნა ნარმანიამ.

პრეზიდენტი სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წარუდგენს, მთავრობა კი, კანდიდატზე შეთანხმების შემთხვევაში მას დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.

კანონის თანახმად, სემეკ-ის მომავალი თავმჯდომარის თანამდებობა მარეგულირებელი კომისიის მოქმედმა წევრმა უნდა დაიკავოს.

tngh შესანიშნავი კანდიდატურაა...
4 წლის უკან
tngh შესანიშნავი კანდიდატურაა...
4 წლის უკან