"იუვენტუსში" ბუფონზე დაბალი ხელფასი ერთადერთ ფეხბურთელს აქვს

ტურინის „იუვენტუსში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც წელიწადში სუფთა ხელფასის სახით 31 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მეორე პოზიციაზე ახალწვეული მატიას დე ლიხტი იმყოფება 8 მილიონით, რასაც ბონუსის სახით 4 მილიონიც ემატება.

თავის მხრივ ყველაზე ცოტას მეკარე კარლო პინსოლიო გამოიმუშავებს - სეზონში 300 ათას ევროს. საინტერესოა, რომ პინსოლიო „იუვენტუსში“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც უფრო დაბალი ხელფასი აქვს, ვიდრე ლეგენდარულ ჯანლუიჯი ბუფონს. ჯიჯის გასამრჯელო მხოლოდ 1.5 მილიონი ევროა და ამ მაჩვენებლით ბოლოსწინა ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი „იუვენტუსს“ გასულ ზაფხულს „პარი სენ ჟერმენიდან“ დაუბრუნდა, მანამდე კი ტურინულ გრანდში 17 სეზონი ჰქონდა გატარებული.