ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ინგლისმა შინ კოსოვო 5:3 დაამარცხა. ბრიტანელთა რიგებში ორი გოლი ჯეიდონ სანჩომ გაიტანა. "დორტმუნდის" შემტევი ინგლისის ნაკრებში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც 21-ე საუკუნეშია დაბადებული და გოლი გაიტანა.
სანჩო რუნის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურელია, რომელმაც ინგლისის ნაკრებში გოლის გატანა მოახერხა. ჯეიდონი 19 წლის და 159 დღის არის, ხოლო რუნიმ თავის პირველი გოლი ნაკრებში 18 წლის 241 დღისამ გაიტანა.
სანჩომ წინა სეზონში "დორტმუნდის" მაისურით 13 გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმიდნარე სეზონში ინგლისელს ორი გოლი და სამი პასი აქვს.