პიტნის სემიფრედო შოკოლადის სოუსით

პიტნის სემიფრედო შოკოლადის სოუსით

ინგრედიენტები

პიტნის ფოთლები - 40 გ

ნაღები 35% - 150 მლ

კვერცხი - 3 ცალი

წმინდა შაქარი - 140 გ

შავი შოკოლადი (75% და ზემოთ) - 100 გ

პიტნის ლიქიორი - 1 ს/კ

ლიმონის წვენი - 0,5 ჩ.კ

ზღვის მარილი

მომზადების წესები

გასაფორმებლად გადადეთ 6-8 პიტნის ფოთოლი. დანარჩენი მწვანილი დაჭერით მსხვილად ან დახიეთ ხელით, მოათავსეთ პატარა ქვაბში და დაასხით 120 მლ ნაღები.

დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან. დააფარეთ მჭიდროდ თავსახური ქვაბს და გააჩერეთ მასა 1 საათით. შემდეგ კი გაწურეთ. პიტნა გაატარეთ საცერში და დაუმატეთ კვლავ ნაღებს,  ისევ გაწურეთ, გააცივეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ათქვიფეთ ნაღები მკვრივი მასის მიღებამდე.

ცალკე ჯამში ათქვიფეთ 3 კვერცხის გული, 60 გ შაქარი და მწიკვი მარილი. მოათავსეთ ჯამი ორთქლის აბაზანაზე და თქვიფეთ ხელის ზამბარით 5-7 წუთის განმავლობაში გლუვი მასის მიღებამდე.

ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა 80 გ შაქართან, ლიმონის წვენსა და მწიკვ მარილთან ერთად. მოათვსეთ ეს ჯამიც ორთქლის აბაზანაზე და თქვიფეთ ხელის ზამბარით 3-4 წუთის განმავლობაში შაქრის ბოლომდე გალღვობამდე. შემდეგ გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და ათქვიფეთ მიქსერით მკვრივი მასის მიღებამდე.

სილიკონის ნიჩბით ფაქიზად შეურიეთ კვერცხის გულის მასა ცილის მასას, დაუმატეთ პიტნიანი ნაღები.

მეტი მწვანე ფერის მისაღებად შეგიძლიათ დაუმატეთ 2-3 წვეთი საკვები საღებავი.

გადაიტანეთ მიღებული მასა კონტეინერში და გაყინეთ მინიმუმ 3 საათის განმავლობაში. სუფრასთან მიტანამდე 10 წუთით ადრე, დაამტვრიეთ შოკოლადი, გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, იქვე დაუმატეთ დარჩენილი ნაღები და ცოტაოდენი პიტნის ლიქიორი. კარგად აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. ოდნავ გააგრილეთ. აიღეთ პიტნის ფოთლები, ამოავლეთ ფოთლების ერთი მხარე შოკოლადში, დაალაგეთ სილიკონის ფორმებზე ისე, რომ გაშრეს შოკოლადი.

სემიფრედო მიიტანეთ სუფრასთან შოკოლადის თბილ სოუსთან და შოკოლადში ამოვლებული პიტნის ფოთლებით.