შემოდგომის სოკო ყველით

შემოდგომის სოკო ყველით

ინგრედიენტები

4   ცალი დიდი ქამა სოკო

100   გრამი გორგონზოლა

25   გრამი მოხალული და დაჭრილი ნიგოზი

4   ღერი ქონდარი

ცოტაოდენი კარაქი

რუკოლას ფოთლები

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 200ºC -მდე. საცხობ ლანგარზე დაალაგეთ სოკოები. მოაყარეთ ზემოდან გორგონზოლა ან სხვა ლურჯი ყველი, დაფშვნილი ან თხლად დაჭრილი, ქონდარი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი და ნიგოზი.

მოათავსეთ ღუმელში და აცხვეთ 10 წუთით, ან ყველის გადნობამდე და სოკოს დარბილებამდე. დააწყვეთ რუკოლას ფოთლები თეფშზე და მოათავსეთ ზემოდან სოკოები.