„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, შესაძლოა, კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ (2021 წლის ზაფხულში), კარიერა ამერიკულ MLS-ში გააგრძელოს - წერს Mundo Deportivo.
გასულ სეზონში არგენტინელმა „ბარსას“ მაისურით ყველა ტურნირში 50 მატჩი ჩაატარა, 51 ბურთი გაიტანა და 22 საგოლე პასი შესარულა. მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო მას ჯერ არ უთამაშია. ვარაუდობენ, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშს ის ხვალიდან, 11 სექტემბრიდან შეუდგება.