სექტემბრის ბაშოს მესამე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იყო, რომელსაც თითო მოგება-წაგება ჰქონდა.
ამ დაპირისპირებამდე მათ შორის სრული თანაფარდობა იყო, აქამდე გამართული 6 შეხვედრიდან მეტოქეებს 3-3 მოგება-წაგება ჰქონდათ.
გაიმარჯვა ლევანმა, რომელმაც ჰოკოტოფუჯი გულშემატკივრებში გადააგდო და თავადაც ზედ დაეცა.