ლიგა 1-ის მესამე ტურში „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიამ მბაპემ თავისი მე-100 მატჩის ბოლომდე ჩატარება ვერ მოახერხა, მიზეზი კი ბარძაყის ტრავმა იყო.
ახალგაზრდა თავდამსხმელმა 66-ე წუთზე ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, მის ნაცვლად კი მოედანზე 17 წლის არტურ ზაგრე გამოვიდა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა დრო გაუცდება მბაპეს. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პსჟ-მ „ტულუზა“ 4:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება.