Marca: ლიონელ მესი „ბარსელონას“ პრეზიდენტით უკმაყოფილოა

Marca: ლიონელ მესი „ბარსელონას“ პრეზიდენტით უკმაყოფილოა

კატალონიური „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მიყავს „ბარსელონას“ პრეზიდენტს ხოსეპ ბარტომეუს მოლარაპაკებები ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით. ამის შესახებ გამოცემა Marca საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ბარტომეუ გუნდის ლიდერებს შეხვდა და განაცხადა, რომ ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ 140-მილიონიან წინადადებას უარით უპასუხა. ფეხბურთელების აზრით, ბარტომეუ ნეიმარის კლუბში დასაბრუნებლად საჭირო ზომებს არ მიმართავს.

Marca-ს წყაროს თქმით, „ბარსელონას“ ფეხბურთელები თითქმის დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ნეიმარის ტრანსფერი ვერ შედგება.

13 აგვისტოს მედია წერდა, რომ მესი ნეიმარს დაუკავშირდა და მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე უარის თქმა სთხოვა.

გასულ სეზონში ნეიმარმა პსჟ-ს შემადგენლობაში 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა. პარიზულ კლუბში ის 2017 წელს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 2013-2017 წლებში ნეიმარი „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა და გუნდთან ერთად 9 ტიტული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ესპანეთის ორი ჩემპიონობა მოიგო.