საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და „გენტში“ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
ჩვენებურმა უკვე ბურთთანაც დაამყარა კონტაქტი და ამის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ოპერაცია გასული სეზონის ბოლოს გაიკეთა და მისი სრულად გამოჯანმრთელება ოქტომბრის თვეშია მოსალოდნელი.