ბექჰემის კლუბი შესაძლოა $50 მილიონით დაჯარიმდეს

ბექჰემის კლუბი შესაძლოა $50 მილიონით დაჯარიმდეს

ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავის, დევიდ ბექჰემის კლუბს შესაძლოა, ჯარიმის სახით 50 მილიონი დოლარის გადახდა მოუწიოს.

ადგილი, სადაც ახლად დაარსებული კლუბი „ინტერ მაიამი“ სტადიონს იშენებს, ტოქსიკური აღმოჩნდა, ამ კლუბის პრეზიდენტი კი სწორედ ბექჰემია.

საუბარია 131 ჰექტარი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე, რომელიც აქამდე ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელი იყო. დეტალური ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ნიადაგის ქვეშ 15 სანტიმეტრზე არის რკინისა და მეტალის ნარჩენები, რაც საფრთხის შემცველია.

ასევე დასკვნაში წერია, რომ ამ მიდამოებში დარიშხანის შედეგად დაბინძურებული პროცენტულობის მაჩვენებელი დასაშვებზე მეტია და უახლოეს მომავალში სტადიონის აშენების შემთხვევაში, შესაძლოა, ჭარბი ბარიუმი გამოიყოს.

ქალაქის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური საგამოძიებო სამუშაოები კიდევ ჩატარდება.