იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯოვანი მალაგო შიშობს, რომ ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების და სპორტის შესახებ ახალი კანონის გამო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იტალიას 2026 წელს მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლებას ჩამოართმევს.
იტალიელებმა ოლიმპიადის მასპინძლოის უფლება ივნისში მოიპოვეს, აგვისტოში კი საერთაშორის ოლიმპიურ კომიტეტსა და იტალიის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაიძაბა.
დაძაბულობის მიზეზი გახდა იტალიაში გატარებული სპორტის რეფორმა, რაც ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტისთვის დამოუკიდებლობის შეზღუდვას და სპორტული საქმიანობის ორგანიზებაში ძირითადი უფლებების მთავრობისთვის გადაცემას ითვალისწინებს.