მადრიდის რეალის მწვრთნელმა უელსელი ვარსკვლავის კარიერაზე დასმულ შეკითხვას ლა ლიგის შემდეგ უპასუხა. ზინედინ ზიდანის თქმით, გარეთ ბეილი გუნდში რჩება.
ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ბეილი „რეალში“ დიდ საქმეს აკეთებს და მისი თამაშით ძალიან კმაყოფილია.
„რეალმა“ „სელტა“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის, გარეთ ბეილის აგენტმა 30 ივლისს დაადასტურა, რომ ჩინურ კლუბში უელსელი ვარსკვლავის ტრანსფერი ჩაიშალა.
ჯონათან ბარნეტის თქმით, ჭორები იმის შესახებ, რომ ბეილის ოჯახი ეწინააღმდეგებოდა ამ ტრანსფერს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ბრიტანული მედიის ცნობით, ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი კონტრაქტის პირობების ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით „რეალის“ უკმაყოფილება გახდა.
ბეილი „იანგსუ სუნინგში“ 3-წლიან კონტრაქტს და კვირაში ერთ £1 მილიონს ელოდა.
„სამეფო კლუბმა“ ბეილი 2013 წელს ლონდონის „ტოტენჰემიდან“ 100 მილიონ ევროდ შეიძინა.
გასულ სეზონში ბეილმა „რეალის“ შემადგენლობაში 42 მატჩი ითამაშა, 14 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.