ლონდონური კლუბების „არსენალისა“ და „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი ეშლი კოული კარიერას ასრულებს. ამის შესახებ ინგლისელმა მცველმა დღეს განაცხადა.
38 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგა სამჯერ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა კი 2011-2012 წლებში მოიგო.
ასოციაციის თასის ისტორიაში ის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია, 7 მედლით.