პორტუგალიელმა მწვრთნელმა ინტერვიუს დროს ემოციები ვერ შეიკავა, როდესაც განიხილავდა თემას, როგორ ენატრება ფეხბურთი. ვიდეო Twitter-ზე გავრცელდა.
როგორც ცნობილია, ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო 2019-2020 წლის სეზონზე ტელეარხ Sky Sport-ის ექსპერტი იქნება.
ჟოზე მოურინიომ ჩინეთში მუშაობაზე უარი თქვა.
გასული წლის 18 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 2-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა.
გუნდთან ის 2016 წლიდან მუშაობდა და ინგლისის სუპერთასი და ევროპის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მარტში მოურინიომ განაცხადა, რომ მწვრთნელის კარიერას მიმდინარე წლის ივნისში დაუბრუნდება.
ჟოზე მოურინიო მუშაობდა იტალიაში მილანის „ინტერთან“ 2008-2010 წლებში. მისი ხელმძღვანელობით საფეხბურთო კლუბმა მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი.