„პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელმა ნეიმარის სხვა კლუბში გადასვლის პირობა დაასახელა

„პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელმა ნეიმარის სხვა კლუბში გადასვლის პირობა დაასახელა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა კლუბიდან ნეიმარის შესაძლო წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ Goal.com-ი წერს.

„ნეიმარი კლუბს მანამდე არ დატოვებს, სანამ მის შემცვლელს არ ვიპოვით. ეს გამორიცხულია. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ნეიმარს, გეყოლება მოთამაშე, რომელიც გამარჯვებაში დაგვეხმარება“- განაცხადა თომას ტუხელმა საფრანგეთის ჩემპიონატში „რენთან“ დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

16 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა „პარი სენ ჟერმენის“ ფორვარდის ნეიმარის შესაძენად კრედიტი გააფორმა.

ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლის აგვისტოში გადავიდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ბარსელონასგან“ საკუთარი კონტრაქტი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა, რომ „პსჟ“-ს უეფას ერთ-ერთი მთავარი ფინანსური წესი არ დაერღვია.