“ინდიანა პეისერსის” 20 წლის ქართველი ახალწვეული გოგა ბითაძე საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. შეგახსენებთ, რომ გოგა ინდიანაპოლისელთა წინასასეზონო პოსტერზე გუნდის სხვა ვარსკვლავებთან ერთად მოხვდა, ახალი სეზონის კალენდრის ფოტოზე კი მხოლოდ ქართველი ლეგიონერია გამოსახული.
როგორც უკვე ვიუწყებოდი, “პეისერსი” NBA-ში სასტარტო შეხვედრას 24 ოქტომბერს ზაზა ფაჩულიას ბოლო გუნდ “დეტროიტ პისტონზთან” მატჩით გახსნის, მანამდე კი, გასახურებელ თამაშებში... ინდოეთში ჩაებმება.
ეს, მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ინდიანაპოლისელები საკალათბურთო მატჩებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართავენ, ამასთან, ინდოეთში ისინი პირველად ჩავლენ. აქამდე, “პეისერსს” ბერლინში (გერმანია), სევილიაში (ესპანეთი), ტაიპეისა (ტაივანი) და მანილაში (ფილიპინები) უთამაშია.
როგორც ირკვევა, “ინდიანა” 4 და 5 ოქტომბერს მუმბაიში “საკრამენტოს” 2-ჯერ გაეჯიბრება, შემდეგ კი, აშშ-ში დაბრუნდება და 11-ში “ჩიკაგოს”, ხოლო 15-ში – “მინესოტას” დაუპირისპირდება.