ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირგიოსი ცინცინატში $113 000 დააჯარიმეს, - ამის შესახებ france24-ი წერს.
ამის მიზეზი მსაჯის შეურაცხყოფა და ორი ჩოგნის დამტვრევა გახდა. კირგიოსი რუს ჩოგბურთელთან კარენ ხაჩანოვთან დამარცხდა. 24 წლის ჩოგბურთელი გააფრთხილეს, რომ მას გამოძიების დასრულებამდე სპორტიდან დისტანცირება კიდევ ერთხელ მოუწევს.
ნიკ კირგიოსი მსოფლიოს 27-ე ჩოგნად არის განთესილი.
ამ ინციდენტამდე კირგიოსმა 2 აგვისტოს ვაშინგტონში მიმდინარე ATP-ის ტურნირზე ნიკ გეიმებს შორის ერთ-ერთი პაუზის დროს ბოთლი აგრესიულად ისროლა მთავარი მსაჯის კოშკურის მიმართულებით.