ცხოვრების 5 ეტაპი, რომლებსაც ყველა ადამიანი გადის და რომელი პლანეტების გავლენას განიცდით ამ პერიოდში?

ცხოვრების 5 ეტაპი, რომლებსაც ყველა ადამიანი გადის და რომელი პლანეტების გავლენას განიცდით ამ პერიოდში?

ადამიანის ცხოვრება მრავალ საფეხურად იყოფა. წარმოგიდგენთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც, სულიერ სიმშვიდესა და კმაყოფილების გრძნობას მიაღწევთ, ანუ ჩათვლით, რომ სწორად იცხოვრეთ და დრო არ გაგიცდეიათ. ასევე, გთავაზობთ ეტაპების კრახის გარეშე დასრულების ხერხებს.

21-დან 25 წლის ჩათვლით

ამ პერიოდში ადამიანის ცხოვრებაში აქტიურდება სატურნი. ყოველი დღე სავსეა გამოწვევებით. პიროვნება სწავლობს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და გამოიმუშავებს სულიერ მხნეობას, პრობლემებთან გამკლავებისთვის. ამ მონაკვეთში მიისწრაფის თავისუფლებისკენ. მის პროგრესულ იდეებს ნამდვილად შეუძლია სამყაროს შეცვლა. აღნიშნული 4 წელიწადი, საბოლოო ჯამში, ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდება ხოლმე, როცა ადამიანი წარსულს გადახედავს. სატურნისა გავლენით, ახალგაზრდებში იმატებს თავდაჯერებულობა და სოციალიზაციის უნარი.

რა მოხდება თუ პირველ ეტაპს წარმატებულად ვერ გავივლით? ადამიანი შეფერხდება, მისი ცხოვრება დიდი ალბათობით არასახარბიელოდ განვითარდება, ჩამორჩება თანატოლებს, რომლებიც მასზე დიდ წარმატებას და ფინანსურ სტაბილურობას მიაღწევენ, რის ფონზეც დაემართება დეპრესია - მოკლევადიანი ან ხანგრძლივი.

28-დან  30 წლის ჩათვლით

ამ პერიოდში ურანის გავლენას განიცდით. ადამიანები იცვლიან სამსახურს ან საცხოვრებელ ადგილს, ანგრევენ ოჯახს ან პირველად ქორწინდებიან. ზოგიერთი ირგებს მშობლის როლს, რასაც დიდი წარმატებით სულაც ვერ ართმევენ თავს. გარდა ამისა, ახალგაზრდები რეალური პერსპექტივების აღქმას იწყებენ და აღარ დაფრინავენ ღრუბლებში.

რა მოხდება თუ მეორე ეტაპს ვერ გადავლახავთ? ადამიანი შეწყვეტს პიროვნულ განვითარებას, დაბალია წინსვლისა და მიზნების განხორციელების ალბათობა.

35-დან  45 წლის ჩათვლით

ცხოვრების ამ მონაკვეთში თქვენი დროებითი მეგზური პლუტონი გახდება. მოსალოდნელია მეორე ქორწინება მათთვის, ვინც ერთხელ უკვე დაანგრია ოჯახი. ადამიანს ემატება სიღრმე, უჩნდება ახალი ჰობი, ყურადღებას აქცევს ისეთ საკითხებს, რომელიც უწინ შეუმჩნეველი რჩებოდა. ძირითადად ეს პერიოდი იმით ტკბობას უნდა დაუთმოთ, რაც შრომითა და წვალებით მოიპოვეთ. მოსალოდნელია ბავშვობისადმი ნოსტალგია, ძველ მეგობრებთან ურთიერთობების აღდგენა და  წარსულში დაბრუნების - სკოლის ან უნივერსიტეტის მონახულების, ძველ სახლში სტუმრობის - სურვილი.

რა მოხდება თუ მესამე ეტაპს ხარვეზით გადავივლით? დაგეუფლებათ შეუმდგარობის განცდა, უარესობისკენ შეგეცვლებათ ხასიათი, შესაძლოა ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიოთ.

52-დან 58 წლის ჩათვლით

52 წლამდე შუახნის კრიზისს გაუმკლავდებით  და ყველაფერი დასტაბილურდება. ამ დროს ქირონი აქტიურდება. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ დაგროვებული გამოცდილება  სხვებს გაუზიაროთ. ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ შვილები ან შვილიშვილები ერთგვარ დანაკლისსა და იმედგაცრუებას გრძნობენ. იკვეთება დაავდებები და ირყევა ჯანმრთელობა, ეს არის შედეგი იმ უგუნური ნაბიჯებისა, რომელსაც ახალგაზრდობაში დგამდით. აქტიურად ისვენებთ და ჯანსაღად ცხოვრობთ. უმცროსები გაფასებენ და აღიარებენ თქვენს სიბრძნეს.

რა მოხდება თუ მეოთხე ეტაპი არასრულყოფილად განვითარდება? წარმოიშობა სიბერის შიში და მარტოსულობის განცდა.

59-დან 63 წლის ჩათვლით

ადამიანი გაოცებული უყურებს საკუთარ თავს სარკეში: საიდან გაჩნდა სახეზე ნაოჭები? სად გაფრინდნენ ახალგაზრდობის წლები? რა მელოდება მომავალში? ხშირად იფიქრებთ, გაიარეთ თუ არა ცხოვრება ისე, როგორც გსურდათ; რა დათმობებზე მოგიწიათ წასვლამ და რამდენად ღირდა; ნუ შეშინდებით, იუპიტერს, რომელიც აქტიურად იჭრება თქვენში, შემოაქვს პოზიტივი, სიცოცხლის წყურვილი და დარჩენილი წლების საინტერესოდ გატარებისკენ გიბიძგებთ. ზუსტად ამ დროს აკეთებთ იმას, რაც ნამდვილად გინდოდათ, მაგრამ უწინ დროს ვერ პოულობდით. 

რა მოხდება თუ მეხუთე ეტაპს წარუმატებლად დავასრულებთ? ჩათვლით, რომ თქვენმა ცხოვრებამ ფუჭად ჩაიარა.