ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მწვრთნელი რუსული საფეხბურთო კლუბის „ლოკომოტივის“ ყურადღების ცენტრში მოექცა.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი სპეციალისტთან მოლაპარაკებებს მართავს. მანამდე ვრცელდება ცნობა, რომ 69 წლის ფრანგმა სპეციალისტმა მიუნხენის „ბაიერნზე“ თქვა უარი.
არსენ ვენგერი 1996 წლიდან 2018 წლამდე ლონდონის არსენალის მწვრთნელი იყო.