საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენა კიდევ დიდი ხანი არ აღდგება

საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენა კიდევ დიდი ხანი არ აღდგება

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიარეისები სულ მინიმუმ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგება. რის მიღწევას ცდილობენ ამით კრემლში გაუგებარია, მაგრამ ტურისტებს რომ პრობლემები გაუხანგრძლივდებათ, ეს უკვე აშკარაა.

რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი იური ბარზიკინის აზრით, საქართველოში შექმნილი სიტუაციაში რუსებისთვის კვლავინდებურად რჩება მომეტებული რისკი. იგი ამტკიცებს, რომ თბილისის მოვლენების შემდეგ რუსეთიდან ტურისტების ნაკადი მინიმუმ 70%-ით შემცირდა.

„თითქმის ყველამ, ვინც იქ დაფრინავდა, შეწყვიტა ამ ქვეყნის მონახულება. გარდა ამისა, არ იყიდება კომპლექსური ტურები. ნათლად და მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ყველაფერი მიმღები ქვეყნის ხელთაა. ამგვარ სიტუაციაში კი, როგორც ამჟამად არის იქ, რისკები რუსებითვის, უდავოა, რომ მომეტებულია. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის წინაპირობა ჰორიზონტზეც კი არ ჩანს“, - განუცხადა რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის ვიცე-პრეზიდენტმა გამოცემა „იზვესტიას“.

თავის მხრივ, გამოცემა დიპლომატიური წრეებზე დაყრდნობით წერს, რომ თუ სიტუაცია კარდინალურად არ შეიცვლება, ფრენები რუსეთს და საქართველოს შორის მინიმუმ საქართველოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება აკრძალული.

„ამჟამად საქართველოში შექმნილი სიტუაცია ხელს არ უწყობს რუსი ტურისტების იქ ყოფნას. რუსეთმა მკაფიოდ წამოაყენა ფრენების განახლების პირობები - რუსოფობიური პოლიტიკისა და რიტორიკის შეწყვეტა, მათ შორის, უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც. ამ საკითხში პროგრესი და სიტუაციის გაუმჯობესება არ იგრძნობა. ამიტომ, როგორც მინიმუმი, წლის ბოლომდე ავიამიმოსვლა არ აღდგება, უფრო ზუსტად კი, სანამ საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.

ანტირუსული პოლიტიკა სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა იქნეს შეწყვეტილი. ამის გარეშე ჩვენ ვერ გავუწევთ რეკომენდაციას რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში წასასვლელად. ჩვენთვის მთავარია მშვიდად ვიყოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში არავინ არაფერს დაუშავებს“, - განუცხადა „იზვესტიას“ დიპლომატიურმა წყარომ.

რატომ მაინცდამაინც 2020 წლის არჩევნები? საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ კრემლის მიზანია საქართველოში სტაბილურობაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა, რასაც მენაღარიშვილმა რუსეთის ილუზია უწოდებს.

„ეს, ალბათ, შიდა პოლიტიკურ კონიუნქტურას უკავშირდება. თვლიან, რომ ამით რამე ზეგავლენა მოახდინონ საქართველოს სტაბილურობაზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციაზე და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ილუზიაა, მაგრამ არაერთი სხვა ილუზიის საფუძველზე რუსეთს არაერთხელ გადაუდგამს ძალიან დესტრუქციული ნაბიჯი“, - განაცხადა მენაღარიშვილმა.

რაც შეეხება რუსი ჩინოვნიკის მიერ დასახელებულ სტატიტსიკას, იგი ახლოსაც არ არის რეალობასთან. რუსი ტურისტების ნაკადი 70%-ით კი არა მხოლოდ 15%-ით შემცირდა და ისიც ივლისში, როდესაც ავიაემბარგო ჯერ ახალი დაწესებული იყო.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის ივლისში საქართველოში სულ 159 063 რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით ნაკლები იყო. მათგან 50 849 - სატრანზიტო ვიზიტორი, 108 214 კი ტურისტი იყო. უშუალოდ რუსი ტურისტების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8%-ით (18 851-ით) ნაკლები იყო და არა 70%-ით როგორც ამას რუსული მედია ასაღებს.

სოციალისტი ძალიან მაგარი სურათია. ხას უსვამს ძმები ბერძენიშვილების სიბრიყვეს!
4 წლის უკან
DDDzia მარტო ძმები ბერძენიშვილების სიბრიყვეს უსვავს ხაზს?
სხვისას არა?

ისე, სურათი მართლა მაგარია.
4 წლის უკან
სოციალისტი DDDzia -ს. ძმები ბერძენიშვილები აქ კრებსით სახელად ვიხმარე. ისე ძმურად გეტყვი, ხანდახან მგონია რომ გავგიჟდი და საგიჟეთში ვცხოვრობ!
4 წლის უკან
სოციალისტი ქვეყანა რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილს და გიგა ბოკერიას, ტვ პირველის პირით ეკითხება ჭკუას, საგიჟეთია აბა რაა?!
4 წლის უკან
asd DDDzia,სოციალისტი! ორივე ცდებით, უნდა იყოს დები ბერძენიშვილები!!!!
4 წლის უკან
DDDzia asd
ვერ დაგეთანხმები (სოციალისტის მაგივრად ვერ დავწერ), თუმცა ვაღირებ ჩემს შეცდომასაც.
დები ბერძენიშვილები ნიშნავს, რომ ბერძენიშვილები მდედრობითი სქესის არიან. ამით შეურაცხყოფას მივაყენებ სურათზე აღბეჭდილ ქმნილებებს.
ბერძენიშვილები და მსგავსნი უსქესო არსებები არიან განვითარების ყველაზე დაბალ საფეხუსზე მყოფი რეპტილიებივით, რომელთა სქესი განისაზღვრება გარემო ტემპერატურით ან სოციუმის მოთხოვნით.
4 წლის უკან
trampi ვააააააააააა.....
..აი სურათიიიი.......
..შეხედააავ ..................... გული გაგინათდება კაცს
4 წლის უკან