ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, „ლივერპულთან“ უეფას სუპერთასის მატჩის წინ, ჟურნალისტებს ედენ აზარის შესახებ ესაუბრა.
„აზარის დიდი ქომაგი გახლდით. ჩემთვის ის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთლია. წლების განმავლობაში ედენი ყველაზე ნაყოფიერი მოთამაშე იყო „ჩელსიში. მისი შეცვლა შეუძლებელია. სულ სხვა კლასის ფეხბურთელია.
მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მომთმენნი ვიყოთ. ახლა „ჩელსი“ გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავია, რაც წარმატების საწინდარია. ჩვენი გზა უნდა გავაგრძელოთ და ტიტულები აუცილებლად მოვა.“ - უთხრა ლამპარდმა Goal.com-ს.