„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნორვეგიული „ტრომსედან“ 14 წლის ისაკ ჰანსენ-ააროენი იყიდა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
გამოცემის ცნობით, „იუნაიტედმა“ ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ 90 ათასი გირვანქა (97 ათასი ევრო) გადაიხადა.
„ნისლიან ალბიონზე“ ჰანსენ-ააროენი 2020 წლის აგვისტოში გადაბარგდება, მას შემდეგ რაც 16 წელი შეუსრულდება, ვინაიდან მანამდე მასთან პროფესიული კონტრაქტის გაფორმება აკრძალულია.
ნორვეგიელი ფეხბურთელის ყიდვა სხვა ინგლისურ კლუბებს - „ლივერპულსა“ და „ევერტონს“ სურდათ, თუმცა ჰანსენ-ააროენმა „იუნაიტედი“ აირჩია, სადაც მთავარი მწვრთნელი მისი თანამემამულე ოლე გუნარ სოლსკიაერია.