მილანის "ინტერის" ფორვარდმა მაურო იკარდიმ "ნაპოლის", "რომასა" და "მონაკოს" უარი უთხრა და ტურინის "იუვენტუსში" აპირებს გადასვლას. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.
არგენტინელმა უკვე შეათანხმა ტურინულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვით, წელიწადში 8 მლნ ევროს მიიღებს.
იკარდის ტრანსფერი შესაძლოა მაშინ შედგეს, როცა "იუვენტუსი" პაულო დიბალასა და მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერებს განახორციელებს.