ნეიმარის ტრანსფერში მესიც ჩაერთო - რა ურჩია ლეომ ბრაზილიელს

ნეიმარის ტრანსფერში მესიც ჩაერთო - რა ურჩია ლეომ ბრაზილიელს

"ბარსელონას" ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, ნეიმარის დაუსრულებელ ტრანსფერში ჩართულიყო და თავის ბრაზილიელ მეგობარს მისწერა, "რეალში" არ გადასულიყო.

უკვე შევეჩვიეთ, რომ ნეიმარის ტრანსფერის შესახებ ყოველდღე ახალი ინფორმაცია ვრცელდება და გამონაკლისი არც 13 აგვისტოა. marca-ს ცნობით, მესიმ, რომელიც ნეიმარის ძალიან ახლო მეგობარია, "რეალში" წასვლის ნაცვლად, "ბარსაში" დაბრუნება ურჩია.

ნეიმარს არასდროს დაუმალავს, თუ რამდენად დიდი როლი აქვს მესის მის განვითარებაში. ასევე, ცნობილია, რომ მესიმ ყველაფერი სცადა, 2 წლის წინ ნეიმარი პსჟ-ში რომ არ გადასულიყო, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ახლა კი არგენტინელი ცდილობს, თავისი მეგობარი ყველაზე მნიშვნელოვანი მეტოქე გუნდის წევრი არ გახდეს.

ვნახოთ, რა გამოუვა მესის, აჯობებს თუ არა ფლორენტინო პერესს. მოვლენები ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ გამორიცხული არაფერია.