ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა უესლი სნეიდერმა სპორტიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
france24-ის ცნობით, მისი კარიერა 17 წელს ითვლის. 35 წლის სნეიდერს ნიდერლანდების ნაკრებში 134 მატჩი აქვს ჩატარებული. მას კარიერის მანძილზე მიღებული აქვს ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის და სერია ა-ს ტიტული. ბოლოს ის კატარში საფეხბურთო კლუბ „ალ გრაფაში“ თამაშობდა.
6 სექტემბერს "ამსტერდამ არენას" სტადიონზე, ნიდერლადებსა და პერუს (2:1) შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ჰოლანდიელი ნახევარმცველის უესლი სნეიდერისთვის ბოლო თამაში იყო.