ნიდერლანდებში სტადიონის სახურავი ჩამოინგრა. შემთხვევა 10 აგვისტოს ქალაქ ალკმაარში ადგილობრივი კლუბის „აზ ალკმაარის“ სტადიონზე მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.
სახურავი ცენტრალურ ტრიბუნას დაეცა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
15 აგვისტოს „აზ ალკმაარმა“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში უკრაინულ „მარიუპოლს“ უნდა უმასპინძლოს, თუმცა სად ჩატარდება მატჩი, ამჟამად უცნობია.
სტადიონი AFAS Stadium-ი 2006 წელს აშენდა და 17 ათას მაყურებელს იტევს.