ცნობილია რამდენი დახარჯეს ინგლისურმა კლუბებმა ტრანსფერებში

ცნობილია რამდენი დახარჯეს ინგლისურმა კლუბებმა ტრანსფერებში

ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 114 ახალი ფეხბურთელის შესაძენად დაახლოებით 1,5 მილიარდი ევრო დახარჯეს. ამის შესახებ Transfermarkt-ი წერს.

ყველაზე დიდი თანხა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დახარჯა, რომელმაც „ლესტერ სიტის“ მცველ ჰარი მაგუაირში 87 მილიონი ევრო გადაიხადა.

მეორე ადგილზეა „არსენალი“, რომელმაც ფრანგული „ლილის“ ფეხბურთელი ნიკოლა პეპე 80 მილიონ ევროდ იყიდა. მესამე ადგილს „მანჩესტერ სიტი“ იკავებს. კლუბმა ესპანური „ატლეტიკოს“ ნახევარმცველ როდრისთან 70 მილიონი ევროს კონტრაქტი გააფორმა.