კატალონიური „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას ნეიმარის მადრიდის „რეალში“ გადასვლის ჩაშლა სურს. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, „ბარსელონამ“ ნეიმარს მადრიდელების წინადადებაზე უარის თქმა სთხოვა. კატალონიურ კლუბში იმედოვნებენ, რომ ნეიმარი ხელფასის ორჯერ შემცირებაზე დათანხმდება. „ბარსელონა“ მზად არის, ნეიმარის სანაცვლოდ პსჟ-ს ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო შესთავაზოს.
8 აგვისტოს ინგლისის პრემიერლიგის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, რაც ნიშნავს იმას, რომ მადრიდული კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - ფრანგი პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩება, „რეალი“ კი ამის შემდეგ ნეიმარის ტრანსფერზე გადაერთვება.
მედიის მტკიცებით, ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს, თუმცა ტრანსფერს ხელს პსჟ-ს მიერ წაყენებული ფინანსური მოთხოვნები აფერხებს.
ნეიმარი „ბარსელონადან“ პსჟ-ში 2017 წელს, რეკორდული თანხის - 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 2018/19 წლების სეზონში მან 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა.