ლარის გამყარების უკვე მთავრობის წევრებსაც აღარ სჯერათ

ლარის გამყარების უკვე მთავრობის წევრებსაც აღარ სჯერათ

მთავრობის წარმომადგენლებმა იკადრეს და ლარის თავბრუდამხვევი გაუფასურების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთეს, თუმცა მაშინვე გამოჩნდა, რომ მომავლის იმედის თავად მათაც არ სჯერათ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ეკონომიკის მინისტრის კომენტარი ხელჩაქნეული მოხელეების განცხადებას უფრო ჰგავდა, ვიდრე მოსახლეობის გასამხნევებელ მოწოდებას.

ფაქტია, რომ მთავრობას ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვს. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პოლიტიკური არასტაბილურობა საინვესტიციო არასტაბილურობის განცდებს აჩენს, რაც სავალუტო კურსზე აისახება.

„ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური მესიჯები გავავრცელოთ, მაგრამ არ დაგიმალავთ და ნეგატიური ზემოქმედება მომხდარია. პოლიტიკური არასტაბილურობა, რა თქმა უნდა, ზოგადად საინვესტიციო არასტაბილურობის განცდებს აჩენს და ეს აისახება მათ შორის სავალუტო კურსზე. მაკროეკონომიკური გარემო კვლავაც ჯანსაღია, მაგრამ პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაცია დაგვეხმარება, რომ ლარის კურსის სტაბილიზაციაც მოხდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გაცილებით მეტი და ოდნავ უფრო იმედიანად ისაუბრა ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, თუმცა დიდად სახარბიელო პროგნოზი არც მისი ნალაპარაკებიდან გამოიკვეთა.

„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. ეს არის გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც იცავს ასეთი ტიპის ეკონომიკას სხვადასხვა საგარეო შოკებისგან. ეკონომიკა უფრო ნაკლები დანაკარგებით გამოდის შოკის გავლენიდან, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა. როდესაც კურსზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, აქცენტი კეთდება ხოლმე დოლარის და ლარის გაცვლით კურსზე, რაც არ არის სწორი. მესმის, ამის საფუძველია ქვეყანაში დოლარიზაციის ჯერ კიდევ მაღალი დონე და აქედან გამომდინარე, ეს ახდენს გავლენას გადახდისუნარიანობაზე, მაგრამ თუ უფრო ღრმად გვინდა გავიგოთ, რა პროცესები მიდის, უნდა შევხედოთ ნომინალურ, ეფექტურ გაცვლით კურსს, რომელიც არის ლარის გაცვლითი კურსი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების გაცვლით კურსთან“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გვენეტაძე აღნიშნავს, რომ გაცვლით კურსს მოკლევადიან პერიოდში მერყეობა ახასიათებს. ამ შემთხვევაში კი, ძალიან დიდ როლს თამაშობს მოლოდინი.

„ინფორმაციას ბიზნესი, ისევე როგორც ფიზიკური პირები, საზოგადოება განგრძობით პერიოდში მუდმივად იღებს და ყველა ეს ინფორმაცია აისახება. დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა მაგალითად, ნავთობის ბაზარზე, საერთაშორისო ფასებზე. როგორც კი რამე ხდება, მაშინვე ხდება ამ ფასების ასახვა მომავალში“, - განაცხადა გვენეტაძემ.

სხვა საკითხია, რამდენად გამართლდება მოლოდინი, თუმცა ის მაინც ქმნის გარკვეულწილად ბალანსს მოკლევადიან პერიოდში.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ დღეს უფრო მეტად არის გაუფასურებული ლარი, ზუსტად ამას ვგულისხმობთ, რომ უნდა შევაფასოთ, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს საგარეო შოკს, რომელშიც ახლა ვართ. ჩვენ ახლა გვაქვს საგარეო შოკი. ვფიქრობთ, შოკის ზომა არის უფრო ნაკლები, ვიდრე კურსზე აისახა, რაც ასევე გვაფიქრებინებს, რომ ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება, რომელიც დღეს არის, შემცირდება და შემობრუნდება. ზუსტად ეს არის ჩვენი განცხადებების მიზეზი, რომ მომავალში არ ველით გაცვლითი კურსის გავლენას ინფლაციაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ლარის გაუფასურებიდან მომდინარე ფაქტორებმა საფრთხე შეუქმნა საშუალოვადიან პერიოდში ჩვენი მანდატის შესრულებას, მივიღებთ ადეკვატურ ზომებს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სოციალისტი ბატონო კობა გვენეტაძე, ამ კურსს მცურავი როგორ შეიძლება ვუწოდოთ?! ის, კიდევ მეტი რომ არ ვთქვათ, უფრო მყვინთავი კურსია!!!
4 წლის უკან
tngh ლარის კურსი ზაფხულში ტურისტების ხარჯზე მყარდებოდა. "ნაც-ოპოზიციამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ტურისტები (არა მარტო რუსეტიდან) დიდი ხნით დაეფრთხო... შედეგი სახეზეა...
4 წლის უკან
tngh ლარის კურსი ზაფხულში ტურისტების ხარჯზე მყარდებოდა. "ნაც-ოპოზიციამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ტურისტები (არა მარტო რუსეტიდან) დიდი ხნით დაეფრთხო... შედეგი სახეზეა...
4 წლის უკან
Romanoza Tngh ნაც ოპოზიციის დედაც მაგრამ ტურიზმზე უნდა იყოს დამოკიდებული ლარის კურსი?! წარმოება რომ არ გვაქვს მაგის ბრალია ეგ თოტემ ტურიზმით ვერ ავშენდებით. ან ეროვნული ბანკი რას მიკეთებს ან მთავრობის ეკონომიკური გუნდი? ან ელჩები რას მიკეთებენ, მათი ერთერთი მოვალეობა ინვესტიციების მოზიდვაა რომელმაც კატასტროფულად იკლო?! მაგრამ ამათი უნიათობა, ხშირ შემთხვევაში მავნებლობა ხომ უნდა გადააბრალოთ სხვას
4 წლის უკან
Romanoza Tngh ამ მთავრობის მეხოტბე კი ხართ მაგრამ გახარიას გარდა ყველა დასაფერთხია, თვით ბიძინაც საბოლოოდ უნდა გავიდეს პოლიტიკიდან თორემ მისი შიშით სეთურის მონური სულის არსებადაა ქცეული თითქმის ყველა მინისტრი და დეპიტატი. ქვეყნის განვითარების ორი ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორია ბიძინა და სააკაშვილი და ორივემ საბოლოოდ უნდა აახვიოს ქართული პოლიტიკიდან
4 წლის უკან
Romanoza კიდევ კალაძე ფაფხურობს რაღაცას თორემ დანარჩენი ნულია(გახარიას არ ვგულისხმობ, ვფიქრობ ძალაუფლება მთლიანად მან უნდა აიღოს)
.. მაგრამ კალაძესაც აქვს ბლომად შეცდომები რომელიც ტენდერებს ეხება და ერთი ამის მაგალითია კანდელაკის ქუჩა რომლის რეაბილიტაციას არ დაადგა საშველი და უკვე 4 თუ 5 კომპანია გაიქცა
4 წლის უკან
Romanoza ესენი არიან არაპირდაპირი მავნებლები და სანამ ძალოვანი უწყებები არ აიღებენ მყლიაბ ასე ვთქვათ ვლასტს არაფერი გვეშველება
4 წლის უკან
Romanoza კიდევ კალაძე ფაფხურობს რაღაცას თორემ დანარჩენი ნულია(გახარიას არ ვგულისხმობ, ვფიქრობ ძალაუფლება მთლიანად მან უნდა აიღოს)
.. მაგრამ კალაძესაც აქვს ბლომად შეცდომები რომელიც ტენდერებს ეხება და ერთი ამის მაგალითია კანდელაკის ქუჩა რომლის რეაბილიტაციას არ დაადგა საშველი და უკვე 4 თუ 5 კომპანია გაიქცა
4 წლის უკან