ნაციონალისტი მომავალი თაობა მოდის

ნაციონალისტი მომავალი თაობა მოდის

გუშინ სამხედრო მუზეუმში „ახალგაზრდა ნაციონალისტების“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ტელეკომპანიებისა და საპატიო სტუმრების (აკაკი ბაქრაძე, ლევან სანიკიძე, ნოდარ ნათაძე, რევაზ მიშველაძე და სხვა) მოლოდინში ერთ საათით გვიან დაიწყო.

თუმცა, ზურაბ ქაფიანიძის, ირაკლი წერეთლის და პრესის წარმომადგენლების მეტი, ვეებერთელა, მორთულ დარბაზში არავინ მოსულა.

მიუხედავად ამისა, ნორჩმა ნაციონალისტებმა გული არ გაიტეხეს და დამსწრეთათვის საკუთარი პროგრამის გაცნობის შემდეგ, ბიბლიაზე დაიფიცეს.