ასლან ბაბუ პირველ კლასში წავიდა

ასლან ბაბუ პირველ კლასში წავიდა

1-ლი სექტემბერი, ცოდნის დღე, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის შვილიშვილისთვის მნიშვნელოვანი დღეა.

იგი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საშუალო სკოლის მოსწავლე გახდა.

პირველი საშუალო სკოლა ყველაზე ძველი სკოლაა აჭარაში.

პატარა გიორგი სკოლაში მისმა ბაბუამ, ასლან აბაშიძემ მიიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ასლან აბაშიძეს და მის შვილებსაც ეს სკოლა აქვთ დამთავრებული.